ქართული Russian
» » ზამთრისა და ზაფხულის კურორტები

    ზამთრისა და ზაფხულის კურორტები

    ზამთრისა და ზაფხულის კურორტები

    თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ქალაქები და დასახლებები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული ქართული სამზარეულო-ქმნის საქართველოს ტურისტულ ქვეყნად. საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის.

    ბორჯომი

    ბორჯომი (900 მ.),ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტიაღმოსავლეთ საქართველოში, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გურჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, თბილისიდან 175კმ. მანძილზე. ნაძვნარის ტყეებით გარშემორტყმული ხეობა ზამთარ-ზაფხულ მხად არის მიიღოს ტურისტები. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა-აქ ხელსაყრელი კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც. წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭირვალეა, დღეღამური ტემპერატურა-ზომიერად ცვალებადი, მზის რადიაცია-ინტენსიური და ხანგრძლივი. მზე ზაფხულობით თითქმის ორჯერ მეტხანს ასხივებს, ვიდრე ზამთარში. სამაგიეროდ, ზამთრობის ჰაერი ნაკლებად შეიცავს ორთქლს. საშუალო მთის კლიმატი უხდება ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბნუქ ფორმას) და სხვა ალერგიულ დაავადებებს.

    ამასთანავე, ბორჯომის ხეობაში 200-ზე მეტი ისტორიული ძეგლია აღრიცხული. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ტაძრისის, ნეძვის, კვირიკეთის, ტიმოთესუბნის, ქვაბისხევის, ლიკანის, ჩითახევის (მწვანე) მონასტრები. აგრეთვე სლესის, პეტრეს, გოგიას, ახალდაბის ციხეები, თორის პლატოს ნასოფლარები, და სხვა. ბუნების ძეგლების თვალსაზრისით, საინტერესოა სადგერის ლავური პლატოს ტყე-პარკი, ტბები: ტაბაწყური, კახისი, წერო, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკი, და სხვა.
    აქ, ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურული მოღვაწეები: გორკი, ჩაიკოვსკი, სტალინი, და სხვები. ყოველდღიურად განვითარებადი ინფრასტრუქტურა უფრო კომფორტულ პირობებს სთავაზობს აქ ჩამოსულთ.

    ბათუმი

    მზის, ზღვის, მაგნოლიების, აკაციების სურნელით გაჟღენთილი ეს ქალაქი, შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 350კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა, გართობა და დასვენება. მთისა და ზღვის ჰაერის ეფექტური შერწყმა ქმნის უმდიდრეს საკურორტო-რეკრეაციულ შესაძლებლობებს. აქ ზღვის წყალი მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, ზაფხული თბილი და სასიამოვნო. ბაღები და ქუჩები გაფორმებულიაისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგრიცაა; პალმები, მაგნოლიები, ბამბუკები და ა.შ.

    ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსების მოყვანის ცენტრია.

    ბათუმის ღირსშესანიშნაობებს შორის გამორჩეულია ზღვისპირა პარკი ე.წ. ბულვარი. იგი თითქმის 5კმ.სიგრძისაა და მთლიანად ეკვრის ქალაქის სანაპირო ზოლს. ზღვისპირა პარკში ყველა პირობაა შექმნილი აქტიურიდასვენებისთვის და გართობისთვის; კაფე-ბარები, რესტორნები-მუსიკა ცოცხალი შესრულებით, ბუნგალოები, იახტები, ნავები, ზღვისპირა პარკები, სხვადასხვა სახის ატრაქციონები, საჩოგბურთო კორტები, სპორტული მოედნები, დელფინარიუმი, ჭადრაკის სახლი, დისკოთეკები და უამრავი სხვა გასართობი საშუალება თქვენთვის 24 საათის განმავლობაში.

    ბათუმი მშვენიერი ადგილია აქტიური დასვენებისთვის.

    ქობულეთი

    ქობულეთი,კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 10 მ. სიმაღლეზე.კლიმატი-სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურა13-15 გრადუსია, ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში-2500-3000მმ, ფართობი-711,9 კვ.კმ.

    ქობულეთი გამორჩეულია თავისი ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. უნიკალურია წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი, რომელიც განსაკუთრებული ხედებით გამოირჩევა ცადაწვდენილი ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპარისის კორომებით, ფინიკისა და ქოქოსის პალმებით...თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია კინტრიშის უნიკალური ნაკრძალი; თიკერის აღკვეთილი-თავისი ფლორითა და ფაუნით; იშვიათი მცენარეებით სავსე ისპანის ჭაობი...

    ქობულეთი მდიდარია მდინარეებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კინტრიში, ჩაქვისწყალი, აჭისწყალი, ოჩხამური, აჭყვა, და სხვა.
    ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორია შეადგენს 6,0 ჰა, სადაც 2004 წელს აღსდგა ატრაქციონები, გასართობი ობიექტები და აუზები, დაირგო მწვანე ნარგავები.
    რაიონში მოქმედებს 11 მართმადიდებლური ეკლესია და 2 მეჩეთი, 4 სკვერი, 15 სასტუმრო, რესტორნები და კაფეები...

    ქობულეთს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.

    სარფი/კვარიათი/გონიო

    სარფი/კვარიათი/გონიო, პოპულარული შავი ზღვისპირა კურორტები, ბათუმიდან 13-18 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. კლიმატი სუბტროპიკულია. სარფი უშუალოდ თურქეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. ზღვის ამ შეასანიშნავ კურორტებზე წყლის საშუალო ტემპერატურა +25 გრადუსია. შეჯერებული ზღვისა და მთის ჰავა, უფრო მეტად იზიდავს დამსვენებელს. თვისებებით მას კუნძულ იალტას ამსგავსებენ. ამ კურორტების პლაჟი საუკეთესოა საქართველოს საზღვაო კურორტებს შორის, სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებით გამჭირვალე და სუფთაა. მიმზიდველია აქაური წყალქვეშა სამყაროც.

    კურორტები რეკომენდირებულია გულ-სისხძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემის, სახსრებისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

    ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ რესტორნებში, კაფე-ბარში და ბუნგალოებში საყოველთაო მხიარულება დილამდე გრძელდება.

    ბაკურიანი

    ბაკურიანი(1700 მ), მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას (გუჯარეთისწყლის შენაკადი).ბორჯომიდან 30კმ-ია, ხოლო თბილისიდან 198 კმ-ი.ზამთარი-თოვლიანი, ხოლო ზაფხული-ხანგრძლივი. დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდეთოვლის საფარი შედაგენს 64 სმ. ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. მაისის თვის შუა რიცხვებიდან იწყება ნაძვის ყვავილობა, რომელიც ბრონქებისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებისათვის სამედიცინო დანიშნულებისა არის.

    სამედიცინო ჩვენება: ლინფადენიტი, სასუნთ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხნაკლებობა.

    1932 წ. გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3კმ.) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ.) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები.

    დაბა ბაკურიანში 2011 წ. ზამთრის სეზონისათვის კომპანია „ჯოილენდმა“ გახსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გასართობი პარკი, სადაც ყველა ასაკის დამსვენებელი დაისვენებს და გაერთობა აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოში. პარკში დამონტაჯებულია თანამედროვე ლენტური ტიპის 100 მ. სიგრძის ესკალატორი. ესკალატორი-იგივე მოძრავი ხალიჩა პარკს ორ ძირითად ნაწილად ჰყოფს: სათხილამურო სკილენდად და სატუბინგო ტუბინგლენდად. ტუბიგლენდი -საუკეთესო ატრაქციონია ოჯახური დასვენებისათვის, სადაც სპეციალურ ტრასაზე ტუბებით-ფერადი, გასაბერი ციგებით-ყველა ასაკის ადამიანი სიამოვნებით სრიალებს.

    2012 წლის ნოემბერში პარკში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სატუბინგო ტრასა, რაც მთელი წლის განმავლობაში სრიალის საშუალებას იძლევა.

    ყველაზე პატარა სტუმრებისთვის პარკში არის მხიარული კარუსელი „როტონდო“, რბილი და უსაფრთხო სათამაშოები და ატრაქციონი „მორბენალი კატა“.

    პარკი „ჯოილენდი“ მუშაობს ყოველდღე 11:00-დან 20:00 -მდე, შესვენების გარეშე.

    გუდაური

    გუდაური,სამთო-სათხილამურო კურორტი კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120კმ., ზღვის დონიდან 2196 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ადგილები გასული საუკუნის 80-იან წლებში შესწავლილ იქნა ავსტრიელების მიერ. მათ დაადგინესამ ადგილის შესაძლებელობები და 1986 წელს მათივე დახმარებით, აშენდა პირველი ფეშენებელური სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი მომსახურე პერსონალისთვის.

    სასტუმროების და კოტეჯების რიცხვი დღითიდღე იზრდება. სეზონზე სათხილამუროდ გუდაურში არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ. ეს განპირობებულია იმითაც, რომ გუდაური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ჰელინსკის ცენტრია. დღესდღეობით მოქმედსამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამური ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.

    დამსვენებლები გუდაურში ზაფხულობითაც დადიან, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახები. ცნობილია, გუდაურის თაფლი, რომელიც მინდვრის ყვავილებისგან მზადდება.
    სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

    ურეკი

    ურეკი, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მდინარეები სეფა და სუფსა მიედინება, ხოლო აღმოსავლეთიდან წვერმაღალი აკრავს. ურეკის კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია.მზის ნათების ხანგრძლივობა 1800-1820 საათს შეადგენს, საშუალო წლიური ტემპერატურა კი 14,3 გრადუსია.

    ზღვა, მზე, წვრილი ხავერდოვანი ქვიშა, რომელსაც მაგნიტური თვისებები აქვს, კურორტს საუკეთესო დასასვენებელ და სამკურნალო ადგილად აქცევს. ურეკის ბუნებრივი მონაცემები ბავშვების და მოზარდების გულ-სისხლძარღვთა, პერიფერიული ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სამკურნალოდ გამოიყენება. ურეკში დასვენებისა და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი ფაქტორი-ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი. ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებისა და დასვენებისთვის. ურეკი კარგია მცირე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც Dვიტამინის გამოსამუშავებლად ულტრაიისფერი სხივები უხვად სჭირდებათ.

    აქ სამკურნალო წყლებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც ქიმიური შემადგენლობით ქლორიდულ ნატრიუმიან წყლებს მიეკუთვნება. მათ წყლის აბაზანებისთვისაც იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს. ასევე, სასარგებლოა კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ.

    თუ ექსტრემის მოყვარული ხარ, ესტუმრე „ციცინათელას“, ურეკთან ახლოს მდებარე პარკი, სადაც ყველა ასაკის დამსვენებელს შეუძლია კარგათ გაერთოს მრავალფეროვანი ატრაქციონებით. არ დაგავიწყდეთ ესტუმროთ ნასაკირალს, რომელიც ურეკთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

    აქ ბევრი კაფე-ბარია, სადაც უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. 2003 წლიდან ფუნქციონირებს დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი „იმედის ქალაქი“.

    თუ რამდენიმე დღით მთაში გასეირნება გადაწყვიტე, აქვეა გომის მთა. მისი მწვერვალის სიმაღლე 2100-დან 2755 მეტრამდეა. მთისთვის დამახასიათებელი კლიმატის გამო, ის საზაფხულო აგარაკად ითვლება. განუმეორებელი ბუნება და 2500მ. სიმაღლეზე მდებარე ტბა, მნახველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. გომის მთა შესანიშნავი საკურორტო ადგილია, სადაც მინერალურ წყლებსაც დააგემოვნებ.

    ზაფხულობით ურეკს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.

    ბახმარო

    ბახმარო,რესპუბლიკური მნიშვნელობის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი, რომელიც მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში, ზღვის დონიდან 1926-2050 მ.

    კლიმატური თავისებურებები: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალი ტემპერატურა-5,2 C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13, 4 C). ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73 %.

    ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემოტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. მაისის თვის შუა რიცხვებიდან იწყება ნაძვის ყვავილობა, რომელიც უშუალოდ სამედიცინო დანიშნულების არის ადამიანისათვის. საქართველოს კურორტებს შორის, იგი ყველაზე მაღალი კურორტია. ბახმარო ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, მშრალ პლევრიტს, ლიმფადენიტებს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ბრონქულ ასთმას, სისხნაკლებობას (ანემიას)...სასურველია, კურორტზე გამგზავრებამდე თქვენს პირად პედიატრს გაესაუბროთ, რათა შეიტყოთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული დასასვენებლი ადგილი.
    19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები.

    დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია: ივლისი და აგვისტო

    შოვი

    შოვი, უზარმაზრ მთებს შორის მოქცეული კურორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მეტრზე, ზემო რაჭაში მდებარეობს. ჩრდილოეთით მას კავკასიონის მწვერვალები ესაზღვრება, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით კი კავკასიონის ქედი. კურორტი ონის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.ონიდან შოვი 30 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი კი ცივი და ნალექიანი. თოვლის სიმაღლე ხანდახან 3 მეტრს აღწევს.

    სხვა კურორტებთან შედარებით შოვი უფრო ახალგაზრდაა. მისი დამაარსებელია ცნობილი რევოლუციონერი ექიმი შამშე ლეჟავა. ტყეს შოვსა და მის შემოგარენში 25 ათასი ჰა უკავია. აქ უამრავიჯიშის ხე ხარობს: ფიჭვი, ნაძვი, წიფელი შინდი, რცხილა, მუხა, და სხვა. ისინი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იზრდებიან, ამიტომ მათი სამკურნალოდ გამოყენებაც შეიძლება. ჯამრთელობისათვის მარგებელ ჰაერს, სწორედ წიწვოვანი ტყის მასივი ქმნის.

    შოვში მთავარი მაინც მინერალური წყლებია. კურორტის ტერიტორიაზე მინერალური წყლის თექვსმეტამდე ნაირსახეობაა აღმოჩენილი, რომელსაც სხვადასხვა შემადგენლობა აქვს, თუმცა ძირითადად ნახშირმჯავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალიუმიანი მინერალური წყლებია. ექიმები ხშირად ურჩევენ შოვში დასვენებას პაციენტებს, ვისაც სასუნთქი ორგანოები, კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე სისტემის, საშარდე გზების დაავადებები აწუხებთ. შოვის წყლები სასმელადაც გამოიყენება და აბაზანებისთვისაც. სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები, მათ სხვადასხვა სახით მოიხმარენ. მინერალური წყლის აბაზანებს იყენებენ გულის კუნთის მოდუნების, ნევრასთენიის და საერთო სისუსტის დროს.

    შოვი განსაკუთრებით სასარგებლოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. გარდამავალი ჰავა ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და ბავშვებს მასთან შეგუება არ უჭირთ. შოვის ჰაერი უხდება ბრონქულ ასთმას, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზს, ჰიპოქრომულ ანემიას, რაქიტს, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, ნერვული სისტემის ფუნქციურ მოშლილობას, დაქვეითებულ იმუნიტეტს.

    შოვში ყოფნისას ესტუმრეთ სოფ. გლოლას, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სოფელს. ამ სოფელში,ჯერ კიდევ შემორჩენილია ორი ეკლესიის ნანგრევები. ლეგენდის თანახმად, ერთი დავით აღმაშენებლის, ხოლო მეორე თამარ მეფის მიერ არის აშენებული.

    თუ ალპინიზმით ხარ გატაცებული, შოვი კლდეზე ცოცვისთვის ზედგამოჭრილია. კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არის მწვერვალები, სადამდეც ვერც ერთმა ალპინისტმა ვერ მიაღწია. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4600მეტრია. კურორტის ადგილმდებარეობა სპორტის ისეთი სახეობების განვითარების საშუალებას იძლევა, როგორიცაა ცხენით ჯირითი, სათხილამურო სპორტი, აქაური მთის მდინარეები საუკეთესოა ჯომარდობისთვის. ცნობილია ასევე შოვის თაფლი, რომელიც მინდვრის ყვავილებისგან მზადდება.

    მწვანე კონცხი

    მწვანე კონცხი, ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტი საქართველოში, რომელიც ბათუმიდან 9კმ-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღვიდან 70-92 მ. სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს „სასირე ყელი“ ეწოდება. სახელწოდება „მწვანე კონცხი“, მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა.

    სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი (111 ჰა), რომელიც მდიდარია სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეებით, ვხვდებით უამრავი სახეობის ყვავილებს. ბოტანიკური ბაღი ყოვეწლიურად ათასობითდამსვენებელსმასპინძლობს.

    მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია ცურვის, მზის აბაზანებისდა დაივინგის მოყვარულებისთვის. მწვანე კონცხზე ყველა პირობაა შექმნილი აქტიური დასვენებისთვის.

    ნუნისი

    ნუნისი,იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 920 მ. სიმაღლეზემდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. იგი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური(ბალნეოლოგიური) წყლებით. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი.

    აქ შესაძლებელია ზვარულას მინერალური წყლის დალევა, რომელივ მაღალი ტუტიანობით ხასიათდება (PH 8,8-8,4). ქიმიური ანალიზით დადგინდა, რომ წყლის ქიმიური შეამდგენლობა არ იცვლება. ის ღრმად არწევს კანის ქსოვილში და ხელს უწყობს კანში რქოვანი ფენების დაშლას. მიუხედავად იმისა, რომ წყლის მინერალიზაცია დაბალია, შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა ამონიუმი, კალიუმი, ბრომი, ბორის მჯავა და სხვა. კვლევის შედეგად მასში აღმოჩენილია იოდისა და მარგანეცის იონებიც. წყალი შეიცავს გახსნილ გაზს 20-28 მილიგრამის ფარგლებში. მასში ჭარბობს აზოტი და ნაკლები ოდენობით მეთანი და გოგირწყალბადი. ნუნისის წყლის ქიმიური შემადგენლობა განაპირობებს წყლის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებას.

    ნუნისის წყლის მეშვეობით შესაძლებელია კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ფსორიაზი, ნეიროდერმიტი, საბორეული დარმატიტი, ეგზემა, ქრონიკული ჭინჭრის ციება, პრურიგო, მოხუცებულთა ქავილი, ნევრიტი, რადიკულიტი და სხვა.

    გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის.

    ნუნისი ნამდვილად შეუდარებელი ადგილია განტვირთისა და რელაქსაციისთვის.

    საირმე

    საირმე(950მ), მინერალური და თერმული წყლებით მდიდარი საბადოები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, მთის კლიმატი ეს ყველაფერი ერთად გვხვდება ბალნეოლოგიურ კურორტსაირმეში, რაც მას მთელ ევროპაში გამოარჩევს და უნიკალურს ხდის. საირმე ბაღდათის რაიონში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში მდებარეობს. თბილისიდან სარმემდე მანძილი 290კმ-ია. ნალექის რაოდენობა 900 მმ წელიწადში.ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 75-85%-ის ფარგლებში მერყეობს.

    ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც, ამ ადგილს ეწოდა საირმე.ირმების წყაროდან დაახლოებით 3კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლამდე რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. 20-იან წლებში, გეოლოგებმა მიწის სიღრმეში, ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს. სამკურნალო ფაქტორია ნარზანის ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი და ბორჯომის ტიპის ნახშირმჯავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმი.

    ყოველდღიური მოხმარებისთვის-გაზიანი მინერალური წყალი მიზანშეწონილია ნივთიერებათა ცვლის ბალანსის რეგულირებისთვის და ხშირი მოხმარებისთვის. საირმის მთების წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეების სიღრმეში, მდ. წაბლარისწყალის ხეობაში, მრავალსაუკუნოვან ქანებში ბუნებრივ ფილტრაციას გადის ჰიდროკარბონატულ კალციუმ-ნატრიუმიანი მინ. წყალი და ზედაპირულ ქანებში გრუნტის წყალთან შეზავებით ფორმირდება დაბალმინერალიზებული წყალი „საირმე“-მიირთვით ყოველდღე და გაიზიარეთ ქართული ბუნების მადლი.

    საირმესთან ახლოს მდებარეობს შედარებით მცირე საკურორტო ადგილი ზეკარი.

    დასვენებისთვის საუკეთესო პერიოდია: მაისი, ნოემბერი

    წყალტუბო

    წყალტუბო, ბალნეოლოგიური კურორტი დასავლეთ საქართველოში, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ზღვის დონიდან 95-120 მმ. მდებარეობს. ქუთაისიდან 7კმ-ია, თბილისიდან250 კმ.,

    წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი ძალზედ ორიგინალური ჰიდროგეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა.განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. აქ ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ იგი ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა-15 გრადუსია. წყალი რბილი, კამკამა და უსუნო, მისი ტემპერატურა 33-35 გრადუსია.

    წყალტუბო მდიდარია წლის რესურსებით, რომლის მთავარი არტერია მდინარე რიონია შენაკადებით მდ. წყალტუბო და გუბისწყალი.

    რეგიონის ძირითადი მინერალური რესურსია წყალტუბოს ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია.მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიოაქტივობა. წყალი შეიცავს კეთილშობილ აირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს, რის გამოც მას აიროვან-აზოტიანი წყლების კლასს მიაკუთვნებენ. წყალტუბოს მინერალური წყლის მაღალხარისხოვნების მაჩვენებელია ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურის 35 გრადუსის მუდმივობა.

    წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს „უკვდავების წყარო“. ადამიანი ორგანიზმზე წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია. იგი გამოიყენება რევმატიზმებით, სახსრებისა და პერიფერიულ ნერვულ სისტემით დაავადებულთა სამკურნალოდ. სასარგებლოა აგრეთვე გულის, პერიფერიული ნერვული სისტემის, სისხლძარღვების, სკლეროზისა და ვენების დაავადების სამკურნალოდ.

    ასევე, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ბევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურალოდ.

    კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები.
    წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილი სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც 345 ჰა მოიცავს. აქ არის დინოზავრების ნაკვალევი და კარსული გამოქვაბული, რომელიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ.მ ფართობი უჭირავს.

    ისტორიული ძეგლებიდან ცნობილია:

    • ნათლისცემის ეკლესია XI ს., სოფ. დერჩი
    • ციხე-სიმაგრე XII ს., სოფ. გეგუთი
    • ხის ეკლესია XII ს., სოფ. ფარცხანაყანევი, და სხვა.

    გრიგოლეთი

    გრიგოლეთი, მდებარეობს ლანჩხუთის რაიონში, ქ. ფოთიდან დაახლოებით 10კმ-ის დაშორებით. ფართი, ქვიშიანი სანაპირო გაჯერებულია მაგნიტით, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება. მთელ სანაპიროს მიჰყვება ფიჭვის ხეები.

    გრიგოლეთი, შესანიშნავი ადგილიამშვიდი დასვენებისთვის.

    ზამთრისა და ზაფხულის კურორტები

    .....................
  • მოგზაურობა და დასვენება ბულგარეთში
  • საქართველოს გეოგრაფია
  • ბიომრავალფეროვნება & ფლორა და ფაუნა
  • საქართველოს ჰავა
  • მაღალმთიანი რეგიონები საქართველოში
Practical information for travelers!
30 hours a week

00 995 32 2 308 157
00 995 599 499 051
travelpoint.ge@gmail.com info@travelpoint.ge

facebook
[not-aviable=main]