ქართული Russian
» » აბრეშუმის გზა

    აბრეშუმის გზა

    აბრეშუმის გზა

    ათასწლეულების განმავლობაში საქართველო ასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ე.წ. „აბრეშუმის გზის“ ფუნქციას. საქართველომ ეს ფუნქცია კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ 1453 წ. დაკარგა.
    აბრეშუმის დიდი გზა, ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. თავად სახელი, „აბრეშუმის გზა“ არ გულისხმობდა მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობას, ეს სახელი ეწოდა იმის გამო რომ, სწორედ ჩინურ აბრეშუმს მოჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი მოგება.

    ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II ს. აბრეშუმის გზა იწყებოდა სიანში. ქ.დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა-პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით-ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით ჯერ შუამდინარეთისაკენ, შემდგომ კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა. აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში), ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწოფოების-პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის-შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო.

    აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის გავითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი...შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა. ვაჭრობის საქონლის გაცვლა-გამოცვლის გარდა ეს სამხედრო გზაც იყო. VII-IX ს.ს.-ში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას, არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდმა გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII ს-ის მიწურულს, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.

    ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიას, შესაბამისად მას ეკუთვნოდა კარიბჭეც, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთება ჰქვია. კავკასიის კარიბჭე საქართველოზე გადის, რომელსაც მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც გააჩნია.
    აბრეშუმის გზა

    .....................
  • საქართველოს შესახებ
  • საქართველოს გეოგრაფია
  • ქრისტიანული საქართველო
  • საქართველოს ისტორია
  • კლდეში ნაკვეთი ძეგლები
Practical information for travelers!
30 hours a week

00 995 32 2 308 157
00 995 599 499 051
travelpoint.ge@gmail.com info@travelpoint.ge

facebook
[not-aviable=main]