ქართული Russian
» » საქართველოს შესახებ

    საქართველოს შესახებ

    საქართველოს შესახებ

    საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უძველესია და ევროპა-აზიის სასაზღვრო ზოლშია მოქცეული. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთით და გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთისკენ. დასავლეთით, მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით -რუსეთის ფედერაცია, სამხრეთით -თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი აზერბაიჯანი.

    ქვეყნის სახელწოდება: საქართველო,მომდინარეობს „ქართ“ ძირისაგან, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება.
    ქვეყნის ფართობი: 69,700 კვ. კმ.,საზღვრების სიგრძე-1.771 კმ., მათ შორის სახმელეთო -1.461 კმ. (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღაო-310 კმ.
    მოსახლეობა: 4 452 100- მათ შორის ქართველები -70%, სომხები-8%, რუსები-9%, აზერბაიჯანელები-6%, ბერძნები-2%, ოსები 0,9 %, უკრაინელები 0,2 %.
    სახელმწიფო რელიგია: მართმადიდებლობა
    ოფიციალური ენა: ქართული
    კლიმატი: სუბტროპიკული & კონტინენტური და მშრალი ჰავა
    სახელმწიფო წყობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
    დედაქალაქი: თბილისი, მოსახლეობა- 1,225,000
    დიდი ქალაქები: ]ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, მცხეთა, სიღნაღი, ახალციხე, ანაკლია
    დროის სარტყელი:GMT +4
    ქვეყნის კოდი: GEO სატელეფონო კოდი: +995, თბილისის კოდი: 32
    ვალუტა: ლარი (GEL)

    საქართველოს მიწა-წყალზე, მე მგონი არ მოიძებნება არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა და სოფელი, რომ წარსულის რაიმე ნაშთი არ იყოს დარჩენილი-ან ძველი ეკლესია და სამრეკლო, ან ციხის ნანგრევები, ან სადარაჯო კოშკი, ან ნასახლარი, რომლებიც უმეტესად სამხრეთის რაიონებშია, იმ კუთხეებში, რომელთაც პირველად უხდებოდათ მტრის შეხვედრა და გამკლავება.

    თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მუზეუმებში ინახება ოქრომჭედლობის, დეკორაციული ქანდაკებების, გამოყენებითი ხელოვნების სხვადსხვა დარგთა მშვენიერი ნიმუშები, მრავალი ათასი ხელნაწერი წიგნი, რომელთაგან ბევრი ოსტატურად შესრულებული სამკაულებითა დამინიატურებითაა მორთული; ტაძრების კედლებმა შემოგვინახა სხვადასხვა დროის ფრესკები და მოზაიკები-ამ მხატვრობაში მარტო საღვთო წერილის სიუჟეტებს კი არ ვხვდებით, არამედ ისტორიულ პირთა -მეფეთა, ფეოდალთა, სასულიერო მოღვაწეთა საინტერესო პორტრეტებსაც. ბოლო ათეული წლების არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ დიდად განავრცო ქართული ხელოვნების ქრონოლოგიური არე: მეცნიერებამ უკვე ჩააღწია ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლედამდე, როდესაც ჩვენი შორეული წინაპრები სრულიად პრიმიტიულ საცხოვრებლებს ქმნიდნენ, და, ამგვარად, პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამშენებლო ხელოვნების დარგში. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ მრავალი ათეული საუკუნის მანძილზე ჩვენი ხალხის შემოქმედება უწყვეტი და უშრეტი იყო.

    საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მის გეოგრაფიულ მდებარეობას დიდი სავაჭრო გზების ჯვარედინზე, ევროპისა და აზიის მიჯნაზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრთა შორის. მოხერხებულმა მდებარეობამ ბევრი გაჭირვება მოუტანა-მას გამუდმებით უხდებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა; მაგრამ ამავე მდებარეობის წყალობით, საქართველომ იმთავითვე შეძლო კულტურული ურთიერთობა დამეყარებინა სხვადასხვა ქვეყნებთან და ერებთან. იგი მოქცეული იყო წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვეთის სახელმწიფოთა და ხალხთა წრეში, ე.ი., არსებითად, ცივილიზებული სამყაროს შუაგულში, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯერ აქემენელთა, შემდეგ კი სასანიანთა ირანთან, ელინისტურ აღმოსავლეთსა და რომთან. ქართული სახელმწიფო იბერია ერთი პირველთაგანი იყო იმათ შორის, ვინც ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად აღიარა. ამ გარემოებამ, რათქმაუნდა განსაზღვრა საქართველოს ორიენტაცია, მისი კავშირი ბიზანტიასა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან; იმავე დროს, მე-VII სკ.ში მას მოუხდა ისლამურ სამყაროსთან შეჯახება: ჯერ არაბთა შემოსევების მსხვერპლი გახდა, შემდეგ, რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათი განდევნისათვის იბრძოდა, ებრძოდა სელჩუკებსაც, დასასრულ, ურთიერთობა ჰქონდა გამაჰმადიანებულ ირანთან, არა მარტო როგორც მტერთან, არამედ როგორც გარკვეული კულტურული ტრადიციების მატარებელ ქვეყანასთანაც.

    სხვა ერებთან, მათ კულტურასთან ურთიერთობის პროცესში ქართული ხელოვნება ბევრ რამეს ითვისებდა, მაგრამ თვითონაც შეჰქონდა წვრილი საერთო განვითარებაში; საუკუნეთა მანძილზე მან მკაფიოდ გამოსახული ეროვნული თავისებურება შეიმუშავა, და ეს თავისებურება არც არასოდეს დაუკარგავს; აყვავების ეპოქებში ქართული ხელოვნება მუდამ იდგა მოწინავე ქვეყნების მიერ დასახულ იდეურ და მხატვრულ ამოცანათა დონეზე, იგი თვითონვე იყო ერთ-ერთი დამსახველი და ამომხსნელი ამ ამოცანებისა.

    ქართულ ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა-მით უფრო შუა საუკუნეთა მანძილზე-ხუროთმოძღვრებას. საქართველოს მცირე ტერიტორიაზე, აღრიცხულია რამდენიმე ათასი ხუროთმოძღვრული ნაგეგობა სხვადასხვა დანიშნულებისა; სამარხები, საკულტო შენობები, სამოქალაქო, სათავდაცვო, სამეურნეო, საინჟინრო ნაგეგობანი. სწორედ საქართველოში მოიძებნება ზოგი ისეთი ხუროთმოძღვრული თემისა და პრობლემის ძირები, რომლებიც საერთოა ყველა ქრისტიანული ქვეყნისათვის; საქართველოში შემონახულია“ქრისტიანული არქიტექტურის“ ადრეული ნიმუშები; ქართულ ძეგლებში ძალიან ადრე გვხვდება კონსტრუქციები, რომლებიც უფრო გვიან რომანულმა ხუროთმოძღვრებამ შეითვისა. ამას გარდა, ქართული ძეგლების გაცნობა საინტერესო შედარებათა საშუალებას გვაძლევს, გვიჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი, ეროვნულად თავისებური შეიძლება იყოს ერთისა და იმავე ხუროთმოძღვრული თემის რეალური ხორცშესხმა. აყვავების პერიოდებში, ქართული ხუროთმოძღვრება ქმნიდა მხატვრულად მომწიფებულ ნაწარმოებებს, რომელნიც შეიძლება მივაკუთვნოთ შუა საუკუნეების მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს.

    ქართული არქიტექტურის ძეგლები, მათი მხატვრული ღირსებები, მდებარეობა და ორგანული შერწყმა გარემო ბუნებასთან, მათი სიძველე, და ამ „სიძველეთა სურნელება“ არ შეიძლება არ იზიდავდეს ყოველ ადამიანს, ვისაც კი სილამაზე უყვარს, ვისაც უყვარს და აღელვებს თავისი ქვეყნისა და ერის წარსული და გული შესტკივა მისი მომავლისათვის.

    საქართველოს შესახებ

    .....................
  • საქართველოს გეოგრაფია
  • ქრისტიანული საქართველო
  • საქართველოს ისტორია
  • ქართული ენა და დამწერლობა
  • აბრეშუმის გზა
Practical information for travelers!
30 hours a week

00 995 32 2 308 157
00 995 599 499 051
travelpoint.ge@gmail.com info@travelpoint.ge

facebook
[not-aviable=main]