ტაო-კლარჯეთის სამეფო-ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქ-ში, დღესდღეობით მოიცავს ერზურუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის რეგიონებს. ეს არის პირობითი სახელი, რომელიც მეცნიერებმა დაამკვიდრეს, რათა აღენიშნათ თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში არსებული შუა სკ.ბის საქ-ს კულტურული მემკვიდრეობა.
სამი დღის განმავლობაში თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი ტური მივიწყებულ, მიტოვებულ და უცხოთა ხელში ჩავარდნილ უძველეს ქართულ მხარეში „ტაო-კლარჯეთში“. ადგილი, სადაც ქართული რენესანსის აკვანი დაირწა, საიდანაც ბაგრატიონთა სახელოვანი მეფობა დაიწყო და სადაც ქართულმა კულტურამ ჰპოვა აღმავლობა. ჩვენ შევეცდებით წარმოგიდგინოთ დროში აცდენილი და სივრცეში გაფანტული ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობა, მათი შემომქმედნი და მათზე მოამაგენი...ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ჩამონათვალს, რომლებსაც ტურის განმავლობაში აუცილებლად ვესტუმრებით...
1 დღე
გასვლა თბილისიდან სარფის მიმართულებით 07:00(საქართველოს დროით)12:00 ვალე ფოსოფის სასაზღვრო შემოწმება13:00 ლანჩი ბუნებაში17:00 ბანას ტაძარი (VII სკ.) -ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფელი და განსასვენებელი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, მდებარეობსჭოროხის ხეობაში. XI სკ.ის ისტორიკოსი სუმბათ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს-ადარნასე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით. 19:00 იშხანზე ასვლა. აშენდა VII სკ.ის 30 -იან წლებში ეპისკოპოსი ნერსესის მიერ, ხოლო მე-IX სკ.ის პირველ ნახევარში, გრ.ხანძთელის დისშვილიმა საბამ, ძველი ტაძრის ნანგრევებზე ააშენა ახალი ტაძარი. იგი მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისის წყლის მარჯვენა ნაპირზე. ძველ ტაოში ამბობენ: „სახელგანთქმულია სილამაზე ოშკისა, ადგილმდებარეობა ხახულისა და მოხატულობა იშხნისა“
20:00 სასტუმროში განთავსება და ვახშამი (იუსუფელი)2 დღე
07:00-08:00 დილის საუზმეხანძთა - შუა საუკუნეების მონასტერი სამხრეთ-დასავლეთ საქ-ში, კლარჯეთში. დაარსებულია სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მიერ, VII სკ.ის დასასრულს (ხის ეკლესია).
არტანუჯი (VIII სკ.ის I ნახ.) –ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქ-ში, მდ. არტანუჯის წყლის მარცხენა ნაპირზე. აკაკი შანიძის განმარტებით, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავს. ვახუშტი კი განმარტავს: „არც ტანის, არცა იჯისო...“
შატბერდი (IX სკ.) -გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებეული „დიდებულ ლავრად“ წოდებული შატბერდის მონასტერი, კლარჯეთის მეფეთა მთავრის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით აიგო.
დოლისყანა (955-58 წწ)-სუმბატ მეფის მიერ აშენებული ჯვარგუმბათოვანი ძეგლი. მისი სამხრეთ ფასადის ბარელიეფი გამორჩეულია, სადაც გამოსახული დავითის ვარსკვლავი, რომელიც ბაგრატიონების წმინდა მეფესთან კავშირზე მიუთითებს.
20:00 სასტუმროში განთავსება და ვახშამი (ართვინი)3 დღე
07:00-08:00 დილის საუზმეოთხთა ეკლესია (X სკ.)-გვაინდელი ხანის ბაზილიკის მნიშვნელოვანი ნიმუში, რომელიც აშენდა დაბით ბაგრატიონის მიერ. საკურთხევლის აფსიდში შემორენილია 5 რეგისტრის მხატვრობა.
ოთხთა ეკლესიამდე ასვლას ესაჭიროება 30 წთ.ოშკი -ქართული ხუროთმოძღვების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც დღესაც კი აოცებს მნახველს თავისი სიდიდით, მდებარეობით, პროპორციულობითა და დეკორით. აშენებულია 958-66 წლ.ში, ტაო-კლარჯეთის მმართველ ბაგრატ ერისთავთ ერისთავისა და დავით მაგისტროს დაკვეთით.
მგზავრობის ხანგრძლივობა ოშკამდე 1.30 წთ.ხახული-შუა საუკუნეების დღეს მეჩეთად ქცეული მონასტერი, ადრე კი ხახულის ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ საქ-ში. ტაოში. დაარსებულია დავით III კურაპალატის მიერ, მე-X სკ.ის II ნახევარში. ხახულის წყალზე შემორჩენილია ხიდი, რომელსაც დღესაც კი ადგილობრივი მოსახლეობა თამარის ხიდს ეძახის.
16:00 ვალეს სასაზღვრო შემოწმებათბილისში ჩამოსვლა დაახლოებით ღამის 12:00 სთ. ტურის დასასრულიაგრეთვე, ტურის განმავლობაში თქვენ ნახავთ:• მდინარე ჭოროხის, პარხალის, თორთუმის ხეობებს და კანიონებს, ეშმაკის კანიონს, ლაზეთის ქედს (უღელტეხილი და სხვა)
• ხელოვნური წყალსაცავები & კაშხლები (მათ შორის მშენებარე)
• ქართული ქალაქები და სოფლები: ხოფა, ბორჩხა, ართვინი, არტანუჯი, იუსუფელი, სარფი (თურქეთი) და სხვა
• შოპინგი ქ. ხოფაში (სავაჭრო ტური)
• შავი ზღვა- სარფი (საქართველო), ბათუმი და ქობულეთი
ტურის ღირებულება: 130 USD -., (აღნიშნული თანხა განისაზღვრება ერთ ტურისტზე)
მოგზაურობის ღირებულებაში შედის:
• კომფორტული მიკრო ავტობუსი კონდიცინირებით.
• 2 ღამე 3* სასტუმროში
• ორჯერადი კვება
• სამოგზაურო დაზღვევა
• კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
საჭირო საბუთები:
• საზღვარგარეთის პასპორტი /ასლი
• არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მშობლების მინდობილობა პასპორთან ერთად ნოტარიული დამოწმებით.
• გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტურის ღირებულების 30%-ს წინასწარ გადახდა
საბუთების მიღება გამგზავრებამდე 10 დღით ადრე
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენ, ჩვენის მხრივ, შევეცდებით გაგიწიოთ კონსულტაცია და მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ტურის შესახებ. travelpoint.ge@gmail.com, info@travelpoint.ge00 995 32 2 308 157, 00 995 599 499 051
.....................
ტრანზიტული ტური იახტითსაქართველოს ისტორიაიუნესკოს კულტურული მემკვიდრეობაკლდეში ნაკვეთი ძეგლები5 დღიანი ტური კაპადოკიაში