კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი გრანდიოზული კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისათვის, როგორც 25 საუკუნიან მითს „ოქროს საწმისი“ შესახებ.
არგონავტების თქმულებაში წერილობით წყაროებში დაცულიაძვირფასი მასალა, ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების-აიას ანუ კოლხეთის-შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათ დიდი ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ.წ.III ს.) „არგონავტიკაში“პირველად არის მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია (ქუთაისი).
ბერძნულ მითოლოგიაში არგონავტები იყვნენ გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემიდან, არგო, სახელოწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ, მისი ამშენებლი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. ამგვარად „არგონავტები “ ლიტერატურულად ნიშნავს „არგოს მეზღვაურებს“. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და მაბავი იასონისა და მედეასი.
ოქროს საწმისი-ბერძნულ მითოლოგიაში ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო. ლეგენდის თანახმად, ორქომენის მეფის ათამანტის ვაჟი (ფრიქსე) და ქალიშვილი (ჰელე), გაემგზავრნენ დედინცვლის გადასარჩენად აზიის ნაპირებისკენ. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს-ჰელესპოტი(თანამედროვე დარდანელის სრუტე).ფრიქსემ კოლხეთის სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი კოლხეთის მეფეს უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა. თესალიის მეფემ, თავის ძმისწულს იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა, კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი „არგო“ და ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდ.რიონი) შესართავს მიადგა. აიეტმა, ოქროს საწმისის სანაცვლოდ, უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა ეს მოთხოვნები შეასრულა აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კრეონტის ასული შეირთო ცოლად. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვლევინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერასთან ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.
მითი არგონავტების შესახებ ანტიკური ხანის მწერლობის დაუშრეტელ წყაროდ და ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდებად არ დაემუშავებინათ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“ (ძვ.წ XII-VII ს.ს.), ევრიპიდეს „მედეა“(ძვ.წ V ს.), აპოლონ როდოსელის „არგონავტიკა“(ძვ.წ III ს.), რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის იმავე სახელწოდების პოემა (I ს.), და სხვა. ფართოდ აისახა არგონავტების მოტივები სახვით ხელოვნებაში და მუსიკაში. ბუნების შეუცნობელ ძალთა მესაიდუმლე, გრძნეული მედეას სახე გაშუქდა თანამედროვე ქართულ თეატრში, პროზასა და პოეზიაში, მედეას მონუმენტური სკულპტურა 1969 წლიდან ამშვენებს ბიჭვინთის სანაპიროს...
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ http://en.wikipedia.org/wiki/Medea